მაშინაც კი როცა ავღანეთში, კოალიციური ძალები კონფლიქტის ესკალაციის განეიტრალებას ცდილობენ აჯანყებულთა დაბომბვა და სასტიკი ბრძოლები კვლავ გრძელდება.
ავღანეთში, ამჟამად, მწვავე დებატები იმის თაობაზე მიმდინარეობს თუ რამდენად შეძლებს ხელისუფლება ქვეყნის ტერორისტებისგან გაწმენდასა და მათზე კონტროლს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა რომ ავღანეთის ხელისფლება არც ისე უუნაროა ქვეყნის მართვის საკითხებში. 300- გვერდიანი კვლევა, რომელიც სულ ახლახანს წიგნის სახით გამოიცა, აღნიშნავს რომ დასავლეთის ქვეყნებმა ავღანეთს სამხედრო და ფინასური დახმარება 2014 წლამდე უნდა აღმოუჩინონ. თუმცა, წიგნის რედაქტორი, თოდი დოჯი იმასაც დასძენს, რომ ავღანეთმა ყველა პირობა უნდა დააკმაყოფილოს ამ მხარდაჭერის მისაღებად:
„კვლევის ძირითად ნაწილში, დასკვნის სახით, საუბარია ავღანეთის მთავრობის საკმარისი ძალაუფლების უცილობელ საჭიროებაზე, რამაც ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება და კონტროლი უნდა შეძლოს. “
წიგნის ავტორები ავღანეთის მთავრობის აზრს ეთანხმებიან.
ყოფილმა ბრიტანელმა გენერალმა ბენ ბერმა წიგნის სამხედრო თავი შეადგინა:
„გადაჭრით ვამბობ რომ საჭიროა სამხედრო დახმარება, მაგალითად სადაზვერვო სამსახურის შეკრება... ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება კვლავ მოინდომოს სადაზვერვო პერსონალისა და ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის შენარჩუნება ჯიჰადის წინააღმდეგ. “
თუმცა ბატონი ბერი იმასაც დასძენს რომ ავღანეთმა შესაძლოა ეს არ მოისურვოს.
ლონდონის უნივერისტეტში პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების საკითხებზე მომუშავე ექსპერტს, ჯონათან გუუდჰენდს, მიაჩნია რომ:
„ავღანეთში პროცესების პოლიტიკური დარეგულირება და სტაბილურობა თალიბებთან მოლაპარაკების საკითხებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნაში მშვიდობის დასამყარებლად.“
მიუხედავად ყველაფრისა, ექსპერტ თოდი დოჯს მიაჩნია რომ ნატოს, შეერთებული შტატებისა და გარეთიანებული ერების ორგანიზაციის, სტარტეგიულ ინტერსს, წარმოადგენს ზრუნვა იმაზე რომ ავღანეთში, საერთაშორისო საზოგადოებაზე, ტერორისტული თავდასხმები არ განხორციელდეს.