ავღანეთის ბედი ბუნდოვანია

ავღანეთის ბედი ბუნდოვანია

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომისიის საგანგებო მოხსენებაში ნათქვამია, რომ რომ ავღანეთში სახელმწიფოს მშენებლობის მისია მხოლოდ ცალმხრივი წარმატებით მიმდინარეობს. მოკავშირეთა მიერ 2014 წელს დაგეგმილი ჯარების სრული გაყვანის შემდეგ ქვეყნის ბედი გაურკვეველი დარჩება.

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში კომისია აღნიშნავს, რომ ავღანეთისთვის გაწეულმა 19 მილიარდიანმა დახმარებამ მინიმალური შედეგი გამოიღო. ძალიან ხშირად თანხის ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ნაცვლად ადგილობრივი კორუფციის აყვავებას ხმარდებოდა.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ ავღანეთის სახელმწიფოებრივი მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა ბევრად აღემატება სხვა რომელიმე ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებას.