ავღანეთმა სამშვიდობო შეთანხმება ჰექმატიარის ფრთასთან გააფორმა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას პაშტუნთა საველე მეთაურთან და წინააღმდეგობრივ ფიგურასთან- გულბუდინ ჰექმატიართან. ამ უკანასკნელს შეერთებული შტატები "გლობალურ ტერორისტად" მოიხსენიებს.

ჰექმატიარმა, ხელმოწერის ცერემონიაზე ვიდეო ჩართვისას თალიბებთან მოლაპარაკებებისა და ისლამისტების დაუმორჩილებლობის დასრულებისკენ მოუწოდა. აუდიტორიაში ქვეყნის ხელმძღვანელები და ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი იმყოფებოდა.