ავღანეთის ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ ქვეყნის დედაქალაქში მდებარე სამთავრობო უწყებასთან მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასრატ რაჰიმის ცნობით, აფეთქების შემდეგ, თავდამსხმელები შენობაში შეიჭრნენ.
ინციდენტი ჯერ ამოწურული არ არის. უსაფრთხოების ძალებს და თავდამსხმელებს შორის სროლა სამთავრობო შენობაში, რომელშიც რამდენიმე სამინისტროა განლაგებული, ისევ გრძელდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.