აფეთქების შედეგად კოალიციამ ორი სამხედრო და ოთხი სამოქალაქო მოსამსახურე დაკარგა
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად კოალიციის ორი ჯარისკაცი და ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ავღანეთის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე კოალიციის სამხედრო კოლონა იყო. აფეთქების შედეგად 37 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბ-ი-ისლამმა აიღო. დაჯგუფების წრამომადგენლის განცხადებით, მათი სამიზნე ამერიკის სამხედრო კონტინგენტია.