ავღანეთის მთავრობის ცნობით, ქაბულში თავდასხმისას უშიშროების ორი თანამშრომელი და ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, აფეთქება დედაქალაქში გამშვებ პუნქტთან ახლოს მოხდა. თავდამსხმელის სამიზნე ავღანეთის უსაფრთხოების სამსახური იყო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ბოლო კვირაში ეს ავღანეთში მომხდარი მეორე აფეთქებაა