ჯალალაბადში საერთაშორისო ორგანიზაციაზე თავდასხმა მოხდა

სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისზე მომხდარი თავდასხმის შედეგად.

ადგილობრივი მთავრობის სპიკერ ატულა ხოგიანის ცნობით, ორგანიზაციის ოფისში შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფი მას შემდეგ შეიჭრა, რაც შესასვლელთან მანქანა აფეთქდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ორგანიზაციის შესასვლელს მსუბუქი ავტომობილი ტოიოტა კოროლა მიუახლოვდა, მისი აფეთქების შემდეგ კი შენობაში 4 მამაკაცი შეიჭრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.