ტერაქტი ჰერატში

ტერაქტი ჰერატში

ტერაქტი მოხდა დასავლეთ ავღანეთში. ქალაქ ჰერატში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაიჭრა ორი აფეთქების შედეგად, რომლებიც თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, შეტევაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ტერაქტი იტალიელებით დასახლებულ შენობასთან მოხდა, სადაც იტალიელი მშენებლები ცხოვრობენ. ისინი ავღანეთის მთავრობას რეკონსტრუქციის საქმეში ეხმარებიან.

ჰერატი ერთერთია იმ შვიდი რაიონიდან, სადაც ავღანელებმა, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივლისში უნდა გადაიბარონ. ამავდროულდ სამხედროებმა ბოდიში მოიხადეს შაბათს ნატოს ძალების საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გამო.