ქაბულში ანტი-ამერიკული გამოსვლები პოლიციამ ჩაახშო

ავღანეთის დედა ქალაქ ქაბულში გამართული ანტი-ამერიკული გამოსვლები ქვეყნის პოლიციამ სროლით ჩაახშო.

დემონსტრანტების მთავარი სლოგანი “სიკვდილი ამერიკას” იყო, პოლიციის მიერ კონტროლის დამყარების მცდელობის პარალელურად მათ ქალაქის მთავარი მაგისტრალი დაბლოკეს.

თვითმხილველების განცხადებით, გამომსვლელები თალიბების დროშებს აფრიალებდნენ, სულ მცირე 2 მათგანი დაჭრილია.

დემონსტრაცია ამერიკელი სასულიერო პირის მიერ ყურანის დაწვის იდეის საპროტესტოდ გაიმართა.