"შემაძრწუნებლად მაღალი მსხვერპლი" ავღანელ ჯარისკაცებს შორის - თალიბანმა თავდასხმები გაააქტიურა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, თალიბანის მებრძოლების თავდასხმების შედეგად, მინიმუმ 150 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ან დაშავადა. ამის შესახებ, განცხადება მთავრობის ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს.

ქვეყნის 34 პროვინციიდან 26 - ში ახლა ბრძოლები მიმდინარეობს, - ანონიმურობის დაცვით პირობით ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ. მათი თქმით, მსხვერპლის რაოდენობა „შემაძრწუნებლად დიდია“.

მთავრობა აცხადებს, რომ შეტაკებების რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ 11 სექტემბრისთვის, ადგილზე მყოფი ყველა ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთს დატოვებს.

ვაშინგტონის გადაწყვეტილების შემდეგ, ავღანეთში ჯარების 20 წლიანი ყოფნა დაასრულოს, მნიშვნელოვნად შეფერხდა პოლიტიკური მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის. ორივე მხრიდან, პროვოკავიცების შესახებ ურთიერთბრალდებები ისმის.

ბოლო ბრძოლების შედეგად, თალიბანმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროვინციის დაკავება შეძლო. ძლიერი საცეცხლო შეტევის შედეგად, მათ ავღანელ ჯარებს უკან დახევა აიძულეს.

ასევე ნახეთ: პუტინი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პირველი რიგი დასრულებულია

ბოლო დაპირისპირებისას, ძლიერი დაბომბვის სამიზნე იყო ბალხის რაიონის პოლიციის განყოფილება. თავდასხმების შედეგად აქ მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაიჭრა. მათ შორის, სამოქალაქო პირები.