გაერო შეშფოთებულია ავღანური ოპიუმის მოსავლის მასშტაბით რადგან ავღანეთში მოყვანილი ნარკოტიკული საშუალებები მსოფლიოს 90%-ზე ვრცელდება
ავღანელი ფერმერები მორიგი გულუხვი მოსავლის მოლოდინში არიან. თუმცა ამის გამო სიხარულის ნაცვლად, გაეროს ოფიციალური პირები და მთელი მსოფლიო სულ უფრო შეშფოთებულები არიან.
ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ფერმერები ყაყაჩოების მოსავლის აღებით არიან დაკავებული. უკვე მესამე წელია იქ ოპიუმის დიდი მოსავალია.
ფერმერი ფაიზ მუჰამედი ყოველგვარი მობოდიშების გარეშე საუბრობს.
ფაიზ მუჰამედი: ამ რეგიონში ყველაზე ღარიბები ვართ. თუკი არ მოვიყვანთ ყაყაჩოს, ვერ დავაპურებთ ოჯახებს. ვდილობდით, სიმინდი და ხორბალი მოგვეყვანა, მაგრამ ძალიან იაფი იყო , კარგი შემოსავალი არ მოუტანია. ყაყაჩო ბევრად კარგად იყიდება.
ყაყაჩოს ფერმერების მდგომარეობა განსხვავებულია დანარჩენი ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისგან.
ფერმერი ჰაჯი აბდულა ამბობს რომ ეს პოტენციური მოგებაა, და არ აქვთ არანაირი ზეწოლა თალიბანისგან, რომელიც ოპიუმის მოსავლით ფინანსირდება.
ჰაჯი აბდულა: თალიბანს აქ არანაირი გავლენა არ აქვს. ფერმერებს თავად მოყავთ ყაყაჩო, რადგან ხორბალთან შედარებით ძალიან დიდი სხვაობაა. მაგალითისთვის, ოთხი კილოგრამი ხორბალი 1,89 დოლარი ღირს, ხოლო ოპიუმის ფასი 37.80 დოლარიდან 94,57 მერყეობს. ეს ფერმერების ინტერესში შედის, და როგორც ვხედავთ ფასში უზარმაზარი სხვაობაა.
გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისის მოხსენებაში არის გაფრთხილება იმის შესახებ რომ ავღანეთი მსოფლიოს ჰეროინის 90% აწვდის.
გაეროს წარმომადგენელი ჯან ლუკ ლემაჰი ამბობს რომ ეს წარუმატებლობის ნიშანია.
ჯან ლუკ ლემაჰი: ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ქვეყანაში უამრავი რამ გაკეთდა ნარკოტიკების კონტროლის თვალსაზრისით , და მაინც ოპიუმის დამუშავება იზრდება, ფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ რომ ოპიუმთან ბრძოლა არ გამოგვივიდა.
ლემაჰი ამბობს რომ ოპიუმზე არამხოლოდ ფერმერები არიან დაკავებულნი.
ჯან ლუკ ლემაჰი: ეს არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, მილიონი ადამიანია ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული. ეს ჯანმრთელობისთვის საზიანო უდიდესი პრობლემაა. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგელობას?
ასეთი კითხვები არ აწუხებთ ჰელმანდის პროვინციის ფერმერებს, რომლებიც ამბობენ რომ საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად სხვა საშუალება არ აქვთ.