ავღანეთში დაღუპულებს გლოვობენ

ავღანეთი აფეთქების მსხვერპლთ გლოვობს. აფეთქება გუშინ ქვეყნის დედაქალაქის დიპლომატიური მისიების ნაწილში მოხდა და 90 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ხოლო 400 დაშავდა. გარდაცვლილთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, აფეთქების შემოქმედი ჰაქანის ტერორისტული ქსელია, რომლის ბაზაც პაკისტანშია. ავღანელი ოფიციალური პირები ხშირად დებენ ბრალს პაკისტანს ტერორისტებთან თანამშრომლობასა და ხელშეწყობაში. თუმცა პაკისტანი ამ ბრალდებებს უარყოფს.