ავღანელები ავღანეთს ტოვებენ

Map of Jalalabad, Afghanistan

ავღანეთის მოსახლეობა ავღანეთს უკეთესი ცხოვრების იმედით ტოვებს
ავღანეთიდან გამოქცეული ლტოვილების ტალღა დასავლეთისკენ მიდის
ათობით წელია, ზოგიერთი ავღანელი სახლიდან მიდის. ხიფათიან და რისკიან გზას ადგება იმისთვის, რომ ლტოლვილის სტატუსი მიიღოს. მღელვარება მატულობს 2014 წლის მოახლოებასთან ერთად, რადგან ავღანეთიდან დასავლური ჯარების გაყვანის შემდეგ სულ უფრო მეტი ადამიანი აპირებს მომავალი სახლიდან შორს , სხვა ქვეყანას დაუკავშიროს.
ლტოლვილობის მსურველი ავღანელები პირველად ინდონეზიაში ჩადიან, საიდანაც ათასობით კილომეტრით არის დაშორებული ავსტრალია - ადგილი, რომელიც მათ მიზანთან ახლოსაა რომ ახალი ცხოვრება დაიწყონ. გასულ წელს კანბერას ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ ლტოლვილობის მსურველთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, და ყველაზე დიდი ჯგუფი ავღანეთიდან იყო.
მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა, განათლებულია და მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მათ შორისაა ნაჯიბულაც, რომელმაც გასაუბრების დროს ვინაობის დამალვა ისურვა.
ნაჯიბულა: „ მე ავსტრალიაში წასვლა მინდა. იქ ჩემი კლასელები და მეგობრები არიან. თავისუფალ დროს ისინი მუშაობენ და თან უნივერსიტეტში სწავლობენ.
ამ მოგზაურობისთვის საჭირო თანხა ზოგჯერ 20 ათას დოლარს შეადგენს. მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს საიდუმლოდ, სახიფათო ნავებით მოგზაურობას, რის გამოც ყოველწლიურად ასობით ადამიანი იხრჩობა ან შიმშილისგან იღუპება.
საზღვაო რისკების მიუხედავად, არის ინფორმაცია რომ ავღანეთიდან გამოსულების რიცხვი სულ უფრო იზრდება, რაც უცხოური ჯარების მიერ ქვეყნის დატოვებას უკავშირდება. გენერალი ამინულა ამარხილი ავღანეთის ინტერპოლის უფროსია.
ამინულა ამარხილი ამბობს რომ, ავღანეთში მყოფ სამხედროებთან ბევრი ავღანელი დაახლოებით 50 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. მათ იციან ინგლისური და ასევე კომპიუტერის გამოყენება. როდესაც ნატო გავა რეგიონიდან ეს ადამიანები უმუშევრები დარჩებიან, ასევე არსებობს საფრთხე მათი ქვეყანაში დარჩენის გამოც, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებში და სამხედრო სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
სამი თვის წინ მუჰამედ აკრამის 15 წლის შვილი იაჰი ირანში ნათესავებთან წავიდა. მან თურქეთში გაეროს სკოლაში ჩააბარა, თუმცა სატელეფონო საუბრის შემდგე თურქეთი დატოვა.
მოჰამედ ახრამი იაჰის მამა ამბობს რომ, თავის შვილს უთხრა რომ გაეროს სკოლაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მან არ მოუსმინა მამის რჩევას. მან თქვა რომ თურქეთში იმისთვის უნდოდა წასვლა რომ იქიდან ევროპაში გადასულიყო.
მომდევნო ღამე იყო უკანასკნელი, როდესაც ახრამი საკუთარ შვილს ესაუბრა. იაჰიმმა სახლში დასამშვიდობებლად დარეკა, და მამამისს თხოვა რომ მისთვის ელოცა. შემდეგ ახრამმა შეიტყო რომ მისი შვილი ნავზე მყოფ 29 პირთან ერთად დაიკარგა. გამოძიების მიუხედავად მან ისევ არ იცის, თუ რა მოხდა რეალურად.
მოჰამედ ახრამი ამბობს რომ, ძებნას არანაირი შედეგი არ მოყოლია, ეს მათი სირცხვილია რომ არაფერს აკეთებენ მისთვის. რა შეუძლია მას რომ გააკეთოს, დაკარგა შვილი და ხარჯავს ფულს იმისთვის ,რომ მისი ცხედარი იპოვოს.
ახრამი და მისი ოჯახი ცდილობს რომ ბედს შეეგუოს. ის ამბობს რომ , ოჯახის ერთადერთი სურვილია რომ შვილის ცხედარი დაუბრუნონ.ავღანეთიდან გამოქცეული ლტოვილების ტალღა დასავლეთისკენ მიდის

ახრამი და მისი ოჯახი ცდილობს რომ ბედს შეეგუოს. ის ამბობს რომ , ოჯახის ერთადერთი სურვილია რომ შვილის ცხედარი დაუბრუნონ.