32 დაღუპული 60 დაშავებული - სროლა ქაბულში 

ქაბულში, შეიარაღებული თავდასხის დროს 32 ადამიანი დაღიღუპა, ხოლო 60 დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, სროლა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

თვითმხილველების ინფორმაციით სროლა მაშინ დაიწყო როდესაც, ყოფილმა ვიცე პრეზიდენტი კარიმ კჰალილი სიტყვით გამოდიოდა. ღონისძიება, რომელსაც კჰალილი ესწრებოდა ავღანური ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მომხდარის შესახებ, თალიბანმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი ამბობენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ჯგუფის "ისლამური სახელმწიფოს" ადგილობრივმა დაჯგუფება ISKP-მ აიღო.