ახალი ანგარიშის მიხედვით, “კოვიდ-19” პანდემიის გამო, აშშ-ის სკოლებს უსაფრთხოდ გასახსნელად, არსებულ ბიუჯეტზე დამატებით 1,778,139 დოლარი დასჭირდებათ.
სკოლების ბიზნესის ოფიციალური პირების საერთაშორისო ასოციაცია, სკოლების დირექტორთა ასოციაციასთან ერთად წერს: “ხარჯები სკოლის სხვადასხვა ოლქში განსხვავებული იქნება და ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.”
ხარჯებზე გავლენას, საქონელზე და მომსახურებაზე რეგიონული და საბაზრო ფასები მოახდენს. შესაძლოა, დიდმა ოლქებმა შენაძენის ცალკეულ ერთეულზე უფრო ნაკლები დახარჯონ, რადგან მათ დიდი მოცულობის შეძენა შეუძლიათ. სამუშაოს შესრულებისთვის გაწეულ ხარჯებში შევა პერსონალის და საქონლის ხელმისაწვდომობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ სოციალური დისტანცირების და დასუფთავების რეკომენდებული წესები დაიცვან.
ასოციაცია ხედავს, რომ სოციალური დისტანცირების უზრუნველსაყოფად, ტრანსპორტირების ხარჯი 25 პროცენტით გაიზრდება.
წინასწარი შეფასებით, დამატებითი ხარჯების თითქმის 70 პროცენტი - $1,232,000 დაფარავს იმ პერსონალის დაქირავებას, რომელიც უსაფრთხოების პროტოკოლებს დანერგავს, როგორიცაა დამატებითი პერსონალი, რომელიც სკოლებში დამატებით დასუფთავებას და დეზინფექციას ჩაატარებს. ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაიხარჯება ასევე სასკოლო ავტობუსებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოველ ავტობუსში იქნება სულ მცირე ერთი ექთანი და ერთი თანაშემწე, რათა ავტობუსში ასვლამდე მოსწავლეებს სიცხე გაუზომოს.
თითქმის $117,000 ჯანმრთელობაზე დაკვირვებას და დასუფთავება-დეზინფექციის პროტოკოლებს მოხმარდება. პერსონალური დაცვის საშუალებებში (ხელთათმანები და დღიური პირბადეები) $195,000 დაიხარჯება, ტრანსპორტირება და ბავშვთა მოვლა $235,000-ზე ცოტა მეტი დაჯდება.
გამოანგარიშებული თანხა, თითქმის $1.8 მილიონი, საშუალო ზომის სასკოლო ოლქს ეყრდნობა, რომელსაც 3,659 მოსწავლე ჰყავს, აქვს სკოლის 6 შენობა, 183 სასკოლო ოთახი, 40 სკოლის ავტობუსი და ჰყავს 329 თანამშრომელი.