შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორის, უილიამ ბარნსის თქმით, მისი სააგენტოს 100-მდე თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები ე.წ ჰავანის სინდრომით არიან დაავადებული. სულ, ამერიკის 200 ოფიციალურ პირს გამოუვლინდა ეს სინდრომი.
ბარნსმა, ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან (NPR) საუბრის დროს თქვა, რომ ისინი ჯერ კიდევ იკვლევენ ჰავანის სინდრომის გამომწვევ მიზეზებს. CIA-ის დირექტორი ამბობს, რომ გამოძიებაში მონაწილეობას იღებენ სამედიცინო გუნდის წევრებიც, რომელთა რაოდენობაც მომხდარის შემდეგ სამჯერ გაზარდა.
ჰავანის სინდრომი უწოდეს დაავადებას, რომელიც თავბრუსხვევით, გულისრევით, თავის ტკივილებითა და მეხსიერების პრობლემებით მიმდინარეობს. სამედიცინო ტერმინი ხმარებაში 2016 წელს შემოვიდა, როდესაც კუბის დედაქალაქ ჰავანაში მყოფმა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა პირველად განაცხადეს და თან ერთდროულად, ამგვარი სიმპტომების ქონის შესახებ.
ასევე ნახეთ: კუბა ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმას უარყოფსბარნსმა აღნიშნა, რომ დეკემბერში აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კოლეგიამ სარწმუნოდ ჩათვალა თეორია, რომლის მიხედვითაც სინდრომი მართული ენერგიის გამოსხივებას შეეძლო გამოეწვია.
CIA-ის დირექტორის თქმით, "არსებობს დიდი ალბათობა იმისა", რომ სინდრომი ხელოვნურად იყოს გამოწვეული და ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდეს. თუმცა, ბარნსი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე მას არ სურს საბოლოო დასკვნების გამოტანა. მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ასევე ნახეთ: რა ვიცით კუბაზე აშშ-ის წინააღმდეგ იდუმალი ბგერითი თავდასხმის შესახებ