საპროტესტო აქციები აბორტის თემაზე

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით , შტატებს უფლება ეძლევათ თვითონ დაარეგულირონ საკითხი

Your browser doesn’t support HTML5

კონგრესი


ტეხასის დედაქალაქში დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც ერთმანეთის მოწინააღმდეგე ორი მოსაზრების მომხრე ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას. ერთ ნაწილს ლურჯი მაირუსები ეცვა და ისინი აბორტის აკრძალვას უჭერდნენ მხარს, ნარიჯნისფერ მაისურებში გამოწყობილი ნაწილი კი აბორტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. კრისტა ერთ-ერთი მათგანი იყო:

„ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ეს პოლიტიკური მოძრაობაა, რომელსაც რელიგიური ინსტიტუტები უჭერენ მხარს და უმცირესობის სურვილებს მთელს ამერიკას ახვევენ თავს.“

აბორტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს ის საკითხია, რომელიც რელიგიის საზღვრებს სცდება საზოგადოების ეთიკურ ნორმებს აყალიბებს.

გლორია ჯეინმა აბორტი თინეიჯების ასაკში გაიკეთა და ახლა ამაზე ძალიან ნანობს:

„აბორტის გაკეთება არასწორია. მისგან გამოწვეულ გულის ტკივილს წლების მანძილზე უწყვეტად გრძნობ.“

რესპუბლიკელი გუბერნატორი რიკ პერი აბორტის აკრძალვის მომხრეა. ახალი კანონი, რომელსაც მან ხელი მოაწერა ორსულობის 20 კვირის შემდეგ აბორტის პროცედურას კრძალავს და ამასთან, კლინიკებს, რომლებიც ამ პროცედურებს ატარებენ, ნაგებობების ძვირად ღირებულ განახლებას სთხოვს. ტეხასის კონგრესში დემოკრატებმა, რომლებიც ამჟამად უმცირესობას წარმოადგენენ, კანონის განხორციელების შესაჩერებლად საქმის სასამართლოში შეტანა გადაწყვიტეს.

ელისაბედ ნეში აბორტის კანონმდებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ადევნებს თვალს:

„2012 წლიდან ამერიკაში 180 სხვადასხვა სახის შეზღუდვა დამტკიცდა აბორტის გაკეთებაზე და ეს შეზღუდვები 30-მა შტატმა მიიღო. ეს ძალიან მაღალი რიცხვი და ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილია.“

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ აბორტზე გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა და თქვა, რომ ფედერალურ დონეზე პროცედურის გაკეთება კანონიერია, თუმცა შტატებს უფლება ეძლევათ თვითონ დაარეგულირონ ეს საკითხი.

აბორტის მოწინააღმდეგე ჯგუფები ამ შესაძლებლობით სარგებლობენ და შტატების დონეზე ცდილობენ კანონმდებლებთან ლობირებით ან მათზე ზეწოლით, აბორტის რეგულაციები გაამკაცრონ. შტატებში, სადაც საკანონმდებლო ორგანოებში რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ, ისინი წარმატებას აღწევენ, თუმცა დემოკრატებს ხშირად სასამართლოში შეაქვთ სარჩელი და ან კანონების კონსტიტუციურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

კანზასის, ჩრდილოეთ დაკოტისა და ალაბამას შტატებში სასამართლოები ჯერ ისევ განიხილავენ აბორტთან დაკავშირებული რეგულაციების კონსტიტუციურობას.

მელორი ქუიგლი ერთ-ერთი აქტივისტია, რომელიც რეგულაციების გამკაცრების მომხრეა:

„ეს არის პრობლემა, რომელსაც თავი რაც შეიძლება მალე უნდა გავართვათ. უნდა შეწყდეს ქალების დასახიჩრება. უნდა შეწყდეს ბავშვების დასახიჩრება, რომლებიც იმ დონეზე არიან განვითარებული, რომ ტკივილის შეგრძნება აქვთ.“

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხებიდან ჩანს, რომ ამერიკელების უმრავლესობა ხუთთვიანი ორსულობის შემდეგ აბორტს ეწინააღმდეგება, თუმცა ისინი შტატების მიერ აბორტის ერთი ხელის მოსმით აკრძალვის წინააღმდეგი არიან.