აფხაზთა კარის თამაშები: ბჟანია მოწამლეს?
Your browser doesn’t support HTML5
ოკუპირებულ აფხაზეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა ადგილობრივ კლანებს შორის ისევ გამწვავდა. „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინ, რომელიც 21 ივლისს უნდა გაიმართოს, „ოპოზიციის ლიდერს“ მეტყველება წაერთვა და მოსკოვის კლინიკაში აღმოჩნდა. სოხუმში ფიქრობენ, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს. რაულ ხაჯიმბა ბრალდებას უარყოფს.