ისრაელმა პოსტპანდემიური ნორმალური ცხოვრებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მასობრივი ვაქცინაციის წყალობით, ქვეყნის მასშტაბით, ღია სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ არის.
ისრაელის მოსახლეობის 16 წელზე უფროსი ასაკის 81%-მდე სრულად არის აცრილია „პფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით. შემსაბამისად, ქვეყანაში ინფექციის გავრცელება და ჰოსპიტალიზაცია მკვეთრად შემცირდა.
ასევე ნახეთ: ზრდასრულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი კოვიდ-19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილიათუმცა, კვლავ შეზღუდული რჩება მოგზაურობა უცხოელებისთვის. ისრაელის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან აცრის გარეშე ბრუნდებიან, თვითიზოლაცია მოეთხოვებათ.
საზღვარგარეთიდან შესულმა ვირუსის ახალმა ვარიანტებმა, შესაძლოა სარისკო ვითარება შექმნას. ჯანდაცვის უწყების ცოდნით, ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა, ვირუსის იმ ახალი ვარიანტის 7 შემთხვევა, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა.
„ახლა მსოფლიოში წამყვან პოზიციაზე ვართ, როცა საქმე კორონავირუსთან გამკლავებას ეხება, მაგრამ მას შეუძლია კვლავ დაბრუნდეს“ - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მნისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ქვეყანაში სრულად გაუქმდა საპოლიციო ზედამხედველობით უზრუნველყოფილი სავალდებულო ბრძანება ნიღბის ტარების შესახებ, რომელიც ერთი წლის წინ ამოქმედდა. ამ ფონზე, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნიღბის ტარება კვლავ აუცილებელია დახურულ საჯარო სივრცეებში.
„თავისუფლად სუნთქვა“ - ეს სიტყვები იყო დაბეჭდილი ადგილობრივი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის მთავარ გვერდზე.
„უცნაური გრძნობაა, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, პირბადის გარეშე ყოფნა. თუ ამ ყველაფრის დასასრულებლად, მხოლოდ დახურულ სივრცეებში ნიღიბის ტარებაა საჭირო, ამას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს 19 წლის ამიტა ჰოლგარდენი.
ისრაელის საბავშვო ბაღების, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები უკვე კლასებში დაბრუნდნენ - ისინი უკვე უბრუნდებიან წინა-პანდემიურ განრიგს.
მასწავლებლებს დაევალათ, უზრუნველყონ საკლასო ოთახების ვენტილაცია და სოციალური დისტანცირება გაკვეთილებსა და შესვენებებზე. კლასგარეშე აქტივობები, როგორიცაა მაგალითად ბავშვთა თეატრი, კვლავ შეზღუდულია.
„16 წლამდე ბავშვები ჯერ კიდევ არ არიან ვაქცინირებული, რომლებიც უნდა დავიცვათ“ - განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა ისრაელის არმიის რადიოსთან საუბრისას.