ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სარდლის ვიზიტი საქართველოში - ინტერვიუ ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან თენგიზ გოგოტიშვილთან

ჩვენი რესპონდენტი თენგიზ გოგოტიშვილი აღნიშნავს, რომ ისეთი ფიგურების ვიზიტი საქართველოში, როგორიც არის ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების სარდალი გენერალი როჯერ ბრეიდი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

-„ეს არის ფიგურა, რომელიც ძალიან ბევრს წყვეტს. იგი დღეს აზერბაიჯანში მიფრინავს. მოგეხსენებათ, რომ საქართველო დიდი ხანია სთავაზობს აშშ-ს თავის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, იმისათვის, რომ ამერიკამ ეს გამოიყენოს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებისათვის. სხვათა შორის საქართველოს არანაირი შეზღუდვა არა აქვს იმაში თუ რა სახის ტვირთი იქნება ეს - იქნება ეს საბრძოლო დანიშნულების თუ არა საბრძოლო დანიშნულების. ასე რომ ამერიკას აქვს ძალიან კარგი ალტერნატივა საქართველოსა და ზერბაიჯანის სახით, რომ მოამარაგოს ჯარისკაცები ავაღანეთში. როგორც მოგეხსენებათ საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და ჩემის აზრით იგიმზად არის აშშ- ს მაქსიმალური პარტნიორობა გაუწიოს და საქართველო იგივეს ელის ამერიკისაგან. ამდენად გენერლის ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკისათვის ასევე საქართველოსათვის “-აღნიშნა თენგიზ გოგოტიშვილმა.