ავსტრიელი ექიმების განცხადებით, უკრაინის ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო დიოქსინით მოწამლეს.
ვენის ჰოსპიტალის დირექტორის მიხაელ ზიმფერის განცხადებით იუშჩენკოს მოწამვლის ფაქტი არავითარ ეჭვს არ იწვევს, რაც სისხლის ანალიზმაც დაადასტურა.
ვიქტორ იუშჩენკოს სექტემბერში აღმოაჩნდა მოწამვლის ნიშნები, რაშიც მან უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო ხელახალი არჩევნები 26 დეკემბერს გაიმართება.