ბიშკეკი  ყურმან ბაკიევის  ექსტრადირებას ითხოვს

<!-- IMAGE -->


ყირგიზეთის დროებითი მთავრობის განცხადებით, ბიშკეკმა ფორმალურად სთხოვა ბელარუსს ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევის ექსტრადირება.


დროებითი მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენლმა აზიმბეკ ბეკნაზაროვმა განაცხადა, რომ მოთხოვნა ოფიციალურად გაეგზავნა ბელორუსს ბაკიევის ყირგიზეთისთვის გადმოცემაზე.

ბატონი ბაკიევი 7 აპრილის დაპირისპირების შემდეგ გაიქცა ბიშკეკიდან.

მოგეხსენებათ, პოლიციისა და დემონატრაციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას 85 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


ოპოზიცია ბატონი ბაკიევის მთავრობას მასობრივი მკვლელობის ჩადენაში და უშიშროების ძალებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაზე ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაში ადანაშაულებს.