<!-- IMAGE -->
პაკისტანის სამხედრო ლიდერები იუწყებიან, რომ თალიბთა ლიდერი ჰაკიმულა
მეჰსუდი ცოცხალია, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი მოკვლის შესახებ.
ერთ-ერთი
სამხედრო მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ამბობს, რომ წლის
დასაწყისში, პაკისტანის ერთ-ერთ რეგიონზე ამერიკული სარაკეტო დარტყმის
შედეგად, მეჰსუდი მხოლოდ დაიჭრა და გადარჩა.
ამერიკელი სამხედროები
90 პროცენტზე მეტით დარწმუნბულები იყვნენ, რომ მეამბოხეთა ლიდერი მოკლული
იყო. თებერვალში პაკისტანის საგარეო სამქეთა მინისტრი აცხადებდა, რომ
ამაში აბსულუტურად დარწმუნებული იყო.