<!-- IMAGE -->
ჩრდილოეთ კაროლინის აეროპორტში დაკავებულმა შეიარაღებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, რომ მას შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ნახვა სურდა.
23 წლის ჯოზეფ მაკვეი ეშვილის აეროპორტის ავტოსადგომზე იარაღით ხელში მას მერე დააკავეს, რაც პრეზიდენტის თვითმფრინავმა ქალაქი დატოვა.
აღსანიშნავია,რომ დაკავებულმა პრეზიდენტამდე მიახლოვება ვერ შეძლო. მისი მანქანა შეიარაღებული იყო პოლიციის სასირენო მოწყობილობითა და სპეციალური ციმციმა ნათურებით.ამჟამად პოლიციის მიზანია დაადგინოს ,თუ როგორ მოხვდა მაკვეი ნეშვილში და რატომ ჰგავდა მისი მანქანა პოლიციის ავტომობილს ,მიუხედავად იმისა,რომ მას შინაგანი ძალების სტრუქტურასთან არაფერი აკავშირებს.