ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთი უსაფრთხოების სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, თუმცა ალიანსის ძალები ყველაფერს აკეთებენ რათა, უკვე წელსვე ავღანეთის უშიშროების ძალებისთვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი დაიწყოს.
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ავღანეთში უსაფრთხოების სფეროში შექმნილი ვითარება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.
მისი თქმით, ალიანსი ამ ეტაპზე თავის სამოქმედო არეალის გაფართოებას ცდილობს. და ეს საუკეთესო მომენტია. მისი თქმით, ავღანეთიდან ნატოს ძალების გასვლა თანდათანობითი პროცესი იქნება.
„ეს არ იქნება დაჩქარებული გასვლა. რაც უნდა მოხდეს ეს არის ავღანელებისთვის პასუხისმგბლობის გადაბარება და ჩვენი ძალებს ამის შემდეგ უფრო მეტად მხარდამჭერი როლის შესრულება დაეკისრებათ.მაგრამ ჩემი გათვლებით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ჩვენი მხარდაჭერა კიდევ გარკვეული დროით დასჭირდებათ “
განაცხადა რასმუსენმა.მისი თქმით, პასუხისმგებლობის გადაბარება წელსვე დაიწყება.
შეერთებული შტატების სახელმწიო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით ნატოს მინისტერიალზე მთავარი თემა ავღანური ძალების გაწვრთნა იყო. მისი თქმით, თუკი ამბოხებულები ტერორიზმს არ შეწყვეტენ ავღანეთი სერიზოული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
„მე არ ვფიქრობ, რომ ავღანელებისგან შეუძლებელი სტანდარტი უნდა მოვითხოვოთ. მაგრამ რასაც ჩვენ ველით ეს არის ის, რომ ავღანეთის არმიას, პოლიციას, და უსაფრთხოების ძალებს საკუთარი ხალხის დაცვა შეეძლოთ.“განაცხადა კლინტონმა.
გუშინ ალიანსმა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა ბოსნია ჰერცეგოვინას მიანიჭა. ნოემბერში დაგეგმილი ლისაბონის სამიტზე ჩრდილო-ატლანტიკური ალაინსი 21 საუკუნის სტრატეგიაზე შეთანხმდება.