დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქროულიმ მედიისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოს შესახებ დაუსვეს შეკითხვა. კერძოდ, თუ რას ფიქრობს შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს მთავრობის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გამდიდრებული ურანის დაკავების ფაქტს ეხება. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, არის თუ არა მზად შეერთებული შტატების მთავრობა დაეხმაროს საქართველოს ურანის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან დაკავშირებით ქროულიმ აღნიშნა:
„ჩვენ მადლიერნი ვართ იმისთვის, რასაც საქართველო აკეთებს და არა მხოლოდ ახლა, არამედ საერთოდ ამ კონტარაბანდის წინააღდმეგ ბრძოლის პროცესში. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც საქართველო ბირთვულ სამიტზე მოვიწვიეთ, რადგან მათ გამოამჟღავნეს პასუხისმგებლობაც და დაკავების შესაძლებლობაც, რაც გვეხმარება საშიში მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან. და არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც უნდა დაეხმაროს საქართველოს მისი შესაძლებლობების გაძლიერებაში. ჩვენ მათი საზღვრის დაცვისთვის ბევრი რამე გავაკეთეთ და ჩვენ შევხედავთ თუ კიდევ რა სჭირდება საქართველოს. “