ევროპაში საჰაერო მგზავრობა შეფერხებულია

ევროპაში საჰაერო მგზავრობა შეფერხებულია

<!-- IMAGE -->


ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანიდან წარმოქმნილი სქელი ფერფლის ღრუბელი ევროპაში საჰაერო მგზავრობას კვლავ აფერხებს.

ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ თავის საჰაერო სივრცე მთლიანად ჩაკეტა. გაუქმებულია ათასობით საჰაერო რეისი. დაზარალებულია ასობით ათასი მგზავრი. ოფიციალური პირების განცხადებით, საჰაერო მგზავრობა კიდევ რამდენიმე დღე იქნება ჩაშლილი. ამის შესახებ ინგლისის მეტეოროლოგიური სადგურის ოფიციალური წრამომადგენელი აცხადებს:

„ვითარება მართლაც მძიმეა. მე ვშიშობ რომ ვულკანი კვლავ საკმაოდ დიდი რაოდენობით ფერფლს გამოყოფს და ფარავს ჩრდილო დასავლეთ ევროპას. “


აცხადებს ინგლისელი მეტეოროლოგი. ამდენი ხნით საჰაერო მგზავრობის დაკეტვა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ პირველი შემთხვევაა. რკინიგზის და საავტომობილო ტრანსპორტის კომპანიების თქმით, მათ სეგმენტში მგზავრთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.