პაკისტანის სამხედრო ოპერაციის შედეგები

პაკისტანის სამხედრო ოპერაციის შედეგები

<!-- IMAGE -->

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, პაკისტანის ჯარის ბოლოდროინდელი სპეც ოპერაციის შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ რეგიონიდან 200 ათასამდე ადამიანი გაიქცა.
შეგახსენებთ, რომ ეს რეგიონი ჯარისკაცებსა და მეამბოხეების შორის მიმდინარე შეტაკებების დროს ახალ საბრძოლო ფრონტად იქცა. სპეც ოპერაციის შედეგად 40 მეამბოხე იქნა ლიკვიდირებული.
პაკისტანის ოფიციალურ პირთა განცხადებით, სპეცოპერაცია მარტში იმ თალიბი მებრძოლების განდევნის მიზნით დაიწყო, რომლებმაც უფრო ადრე სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონიდან გადაინაცვლეს ჩრდილოეთში.
გაეროს განცხადებით, დევნილთა დასახმარებლად ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ფინანსური რესურსები.