სამიტი ვაშინგტონში ნეთანიაჰუს გარეშე

სამიტი ვაშინგტონში ნეთანიაჰუს გარეშე

<!-- IMAGE -->

ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებდა, რომ ვაშინგტონის სამიტზე ბირთვული უსაფრთხოეების შესახებ, ირანის მიმართ საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდა, თუმცა მას შემდეგ რაც შეიტყო რომ მუსლიმი დელეგატები, კერძოდ კი ეგვიპტიდან და თურქეთიდან გეგმავენ წამოწიონ ისრაელის მიერ 200 ბირთვული იარაღის არსენალის მისაკუთრების საკითხი, ამერიკაში ჩამოსვლაზე მან უარი განაცხადა.

პრემიერ მინისტრი შიშობს, რომ ამჯერად ყურადღების ცენტრში ისრაელის ბირთვული პროგრამა აღმოჩნდება. ისრაელი ბირთვული იარაღის მიმართ ორაზროვან პოლიტიკას ინარჩუნებს, ერთის მხრივ არც ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს ატომური იარაღის ფლობას.

პრემიერი ვაშინგტონში არასაკვანძო დელეგაციას გზავნის, დაზვერვის მინისტრის დან მერიდორის მეთაურობით. მისი თქმით სამიტის მთავარი მიზანი, ირანისთვის ბირთვული იარაღის წარმოების საკითხების გამოკითხვა უდნა იყოს.

“ირანი განაგრძობს მსოფლიო ბირთვულ ძალად ჩამოყალიბებისკენ მიმავალ გზას, ამერიკის პოლიტიკის მთავარი გამომცდელი ბირთვული იარაღის გავრცელების საკითხში ირანია.”
ირანი განაგრძობს იმის გამეორებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია, მაგრამ ისრაელის დაზვერვის მინისტრის განცხადებით ირანი მთელ ახლო აღმოსავლეთს საფრთხის წინაშე აყენებს.

“ჰკითხეთ ეგვიპტელებს, საუდელებს იღებენ თუ არა ირანს როგორც ბირთვულ ძალას. ბირთვული ირანი მთელ რეგიონში ბევრი არაბული რეჟიმისთვის საფრთხეს ქმნის. ეს არა მხოლოდ ისრაელის თავის ტკივილია. პრობლემა უფრო დიდია.”

მუსლიმური ქვეყნები ორმაგ სტანდარტებს უჩვიან, დასავლეთი მათ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისკენ მოუწოდებს და პარალელურად თვალს ხუჭავს ისრაელის მეირ ბირთვულ პროგრამაზე.