რუსეთი, პოლონეთი კატინის მსხვერპლთ იხსენებენ

რუსეთი, პოლონეთი კატინის მსხვერპლთ იხსენებენ

<!-- IMAGE -->

რუსეთი და პოლონეთი კატინის მსხვერპლთ პატივს მიაგებენ. რუსეთის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები დიმიტრი მედვედევი და დონალდ ტუსკი 70 წლის წინ საბჭოთა კავშირის მიერ კატინში ამოხოცილი პოლონელი სამხედროების და სამოქალაქო პირების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად შეხვდენ ერთმანეთს. პუტინი რუსეთის პირველი ლიდერია, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ხოცვა-ჟლეტის ადგილს ეწვია. პუტინი იმედოვნებს, რომ მისი ეს ნაბიჯი პოლონეთთან არსებული ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პრემიერები კატინში ასაშენებლად დაგეგმილ მართლმადიდლურ ეკლესიას ჩაუყრიან საძირკველს. 1940 წლეს საბჭოთა სპეცსამსახურებმა კატინის ტყეში 22 ათასი პოლონელი გამოასალმეს სიცოცხლეს.