აპოლო13-ის შეუსრულებელი მისია

აპოლო13-ის შეუსრულებელი მისია

<!-- IMAGE -->

1970წლის აპრილში ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა სააგენტომ დედამიწიდან კოსმოსური ხომალდი აპოლო13 იმ მიზნით გაუშვა,რომ ასტორნავტები მთვარეზე დამსხდარიყვნენ და მის ზედაპირი გამოეკვლიათ.

თუმცა მისიის მეორე დღეს ხომალდზე მომხდარმა აფეთქებამ მწყობრიდან გამოიყვანა ხომალდის რამდენიმე ხელსაწყო და აპოლო13 არამცთუ მთვარეზე დაჯდა, არამედ მისი ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

აღსანიშნავია,რომ აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა სააგენტომ ამ მოვლენას "წარმატებული მარცხი" შეარქვა და დღემდე ეროვნული აერონავტიკის ისტორიაში უდიდეს ფაქტად მოიაზრებს.
მოდით ყველაფერი თავიდან გავიხსენოთ:

1970წლის აპრილისთვის ადამიანებს მთვარე ორჯერ ჰქონდათ დალაშქრული და პლანეტის მოსახლეობაც ამ თემისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენდა.

აპოლო 13 მთვარეზე რიგით მესამე მისია უნდა ყოფილიყო. ჯიმ ლოველს ,რომელსაც ამ მისიის ხელმძრღვანელობა ევალა,აპოლო ცამეტი სანუკვარი ოცნების ახდენაში ეხმარებოდა.

თუმცა მისიის მეორე დღეს კოსმოსურ ხომალდი აფეთქებამ შეაზანზარა.

ამ მომენტს ასტრონავტი ლოველი შემდეგნაირად იხსენებს:

„აფეთქების შემდეგ არ ვიცოდით რა მოგველოდა.დედამიწაზე კი თურმე ფიქრობდნენ,შეძლებდნენ თუ არა ,რომ უკან დავებრუნებინეთ?"

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანები სულგანაბული აკვირდებოდნენ აპოლო 13-ის ასტრონავტებს.
კოსმოსური ცენტრის საგენტოს თანამშრომლები კი ხუთი დღის მანძილზე ასტორნავტების უკან დაბრუნების საშუალებებს ეძიებდნენ.საბოლოოდ შეთანხმებულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და კატასტროფიდან მეხუთე დღეს აპოლო 13-ის წყნარ ოკეანეში ჩაეშვა.

ასტორნავტი ჯიმ ლოველი იხსენებს:
„ეს იყო მისიის მოულოდნელი და დაუგეგმავი პრობლემა ,რომელიც საბოლოოდ მაინც წარმატებით დასრულდა.“
კოსმოსური ხომალდის აპოლო13-ის შეუსრულებელი მისიის შესახებ ფილმი 1995 წელს გადაიღეს.მასში ჯიმ ლოველის სახე მსახიობმა ტომ ჰენკსმა განასახიერა.

წელს, აპოლო 13-ის მისიის მეორმოცე წლისთავს ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.ამ დღეს მისიის მეორე ასტორნავტი ფრედ ჰეისიც სიამაყით გაიხსნებს,თუმცა ჯეკ სვიგერტი ამ მნიშვნელოვან თარიღს ვერ შეუერთდება,რადგანაც 1982წელს იგი გარდაიცვალა.

ასტორნავტი ჯიმ ლოველის აზრით:
„წელს აპოლო 13 -ის მისიას ალბათ უკანანსკნელად ვიგონებთ.დროა ეს ყველაფერი წარსულს გადავცეთ და ახალ წარმატებებს შევეგებოთ.“

ასტრონავტი ლოველის თქმით,დროა ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა სააგენტომ მარსის მისიაზე ფიქრი დაიწყოს.თუმცა მას ასევე სურს ამერიკელი ასტორნავტები კვლავ გაფრინდნენ მთვარეზე და მათი წამოწყებული საქმე დაასრულონ.