წმინდა ცეცხლი

წმინდა ცეცხლი

<!-- IMAGE -->

1,200 წლიანი ტრადიციის თანახმად, იერუსალიმის ძველ ქალაქში ქრისტიანები წმინდა საფლავზე, წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.

ტრადიციისამებრ სასულიერო პირები მართლმადიდებელ მღვდელთან ერთად იესოს ქვის სამარხში შედიან, რომელიც სიბნელეშია ჩაფლული. მღვდლების გადმოცემით,მართლმადიდებელი მღვდლის ხელთ არსებულ სანთელს სული წმინდა ანთებს.

ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ ტაძარში სადღესასწაულო ჟივილ-ხივილი ტყდება, ადამიანების ხელში არსებული ათასობით სანთელი წამებში ინთება. ცეცხლის გადმოსვლა სიმბოლოა იმისა, რომ იესო ქრისტე მსოფლიოს ნათელია.

მორწმუნენი იერუსალიმში იმ ქვეყნებიდან ჩამოდიან, სადაც მართლმადიდებლობა ძლიერია, სერბეთის, რუსეთის, საქართველოს და საბერძნეთისა ჩათვლით.

რასია კატსაროვი ცეცხლის გადმოსვლის სასწაულის სანახავად ათენიდან ჩამოვიდა.

“ამის ჩემი თვალით დანახვა ჩემს რწმენას უფრო აძლიერებს.”

მისი თქმით, ბრწყინვალე ცეცხლით ტაძრის განათება ქრისტეს აღდგომას უძღვის წინ.

“ეს ჩემს რწმენას ბევრი კუთხით აძლიერებს. ჩემი სულიერი რწმენის ვიზუალური ეფექტით შევსება ხდება. ჩემთვის ეს დღე და მოვლენა რწმენის გაძლიერების დღეა.”

ძველ ქალაქს, უსაფრთხოების მიზნით 2.500 ისრაელელი პოლიციელი აკვირდება და იცავს.
წმინდა ცეცხლი, მოსკოვში, ათენში, თბილისში და სხვა მართლმადიდებლურ ქალაქებში 200 მილიონი მართლმადიდებლის რწმენის გასამყარებლად საათებში ვრცელდება.