ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყნის უშიშროების ძალებმა ტერორისტობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი მოკლეს. ამ ინფორმაციით, ტერორისტები თვითმკვლელობის აქტებით აპირებდნენ აფეთქებების განხორციელებას ავღანეთის სამხრეთის ბარმალისა და პაკტიკას პროვინციებში. თალიბებმა ნატოსა და ავღანეთის ძალების წინააღმდეგ კამიკაძე ტერორისტების მეშვეობით კოორდინირებულ ტერაქტებს მიმართეს. ასეთი თავდასხმების შედეგად, გასულ შაბათს ყანდაარში 35 კაცი დაიღუპა.