თალიბების  დაგეგმილი  აფეთქება  ავღანეთში


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ჰელმანდის პროვინციის ქალაქ მარჯაში კვირას ჩასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

შეგახსენებთ. რომ ამ ქალაქს ადრე თალიბები აკონტროლებდნენ. როგორც ავღანეთის ოფიციალური პირები იუწყებიან , ვიზიტის დროს პრეზიდენტის დელეგაციისგან 4 კილომეტრის მოშორებით რაკეტა ჩამოვარდა, მაგრამ არ აფეთქებულა.

პრეზიდენტის პრესპიკერის განცხადებით, თავდასხმა თალიბების მიერ იყო მოწყობილი, მაგრამ მიზანს ჰამიდ კარზაი არ წარმოადგენდა. სავარაუდოდ სამიზნე ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი იყო.

გორდონ ბრაუნი მარჯაში შაბათს იმყოფებოდა და ვიზიტის დასრულებისთანავე ბრიტანეთში დაბრუნდა. ოფიცილური პირების განცხადებით, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.