დღეს ჩილეში დროშები ჩამოუშვეს მძლავრი მიწისძვრის შედეგად ასობით დაღუპულთა სამდღიანი გლოვის აღსანიშნავად.
8.8 სიმძლავრის მიწისძვრიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩილეს ოფიციალურ პირებს დაღუპულთა რიცხვის ზუსტი დადგება უჭირთ.
ჩილეს მთავრობამ დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 452-დან 800-მდე გაზარდა. ხელისუფლების განცხადებით მიწისძვრის მსხვერპლების შეტანა დაღუპულთა რიცხვში მხოლოდ გვამების ამოცნობის შემთხვევაში მოხდება.
დაღუპულთა რიცხვი რამდენიმეჯერ შეიცვალა იმის გამო, რომ უგზოუკვლოდ დაკარგული პირები შეცდომით დაღუპულთა სიაში შეიტანეს.
ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა მოსახლეობაში ვაქცინაციის პროგრამა დაიწყეს რათა მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში არ გავრცელდეს ისეთი დაავადებები როგორიც არის ტეტანუსი და ჰეპატიტი.