აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სახელმწიფოები ჩილეში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შემდეგ შესაძლო ცუნამისთვის ემზადებიან.
ჰავაიში მდებარე წყნარი ოკეანის ცუნამის წინასწარი შეტყობინების ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ცუნამის საშიშროების შესახებ ფილიპინების, ტაივანის, ინდონეზიისა და წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოებს აფრთხილებს. მსგავსი გაფრთხილება წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილისთვისაც გამოქვეყნდა.
ავსტრალიის ერთობლივი ცუნამის წინასწარი გაფრთხილების ცენტრმა განაცხადა, რომ ცუნამის საშიშროება ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს ემუქრება. ოფიციალური პირების თქმით, ცუნამი ავსტრალიის სანაპიროს კვირას დილას მიაღწევს და წყალდიდობებს გამოიწვევს.
ხოლო ახალი ზელანდიის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ტალღები სამი მეტრის სიმაღლეს მიაღწევს.