ირანი ბრალდებაზე კვლავ უარს აცხადებს

თეირანი აცხადებს,რომ ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ბირთვულ ჭურვს იმუშავებს „უსაფუძვლოა“ იმის გამო , რომ გაჟონილ დოკუმენტს არ აღენიშნება კონფიდენციალური ან საიდუმლო კლასიფიკაციის ბეჭედი. თეირანის განცხადებით, დასავლეთი ირანის ბირთვული პროგრამის უარყოფითი დახასიათებით ამ საკითხის პოლიტიკურ მიზნად გამოყენებას ცდილობს.
ბატონი სოლტანიიას განცხადებით:

„ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა შეწყდეს ეს გაუთავებელი პოლიტიკური გამოწვევები და დებატები ბირთვულ სააგენტოში. მოდით მივცეთ სააგენტოს ახალ დირექტორს საშუალება კონცენტრაცია ტექმინურ და პროფესიონალურ საქმეზე გააკეთოს.“

ანალიტიკოსი ალექს ვატანკა აცხადებს, რომ აიათოლა ხამენეი და ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ის ორი ლიდერია, რომელსაც ყურადღებით უნდა მოვისმინოთ:

„ბირთვულ საკითხზე ორი ძირითადი მოთამაშეა ირანში რომლებსაც ძირითადი ყურადღება უნდა დავუთმოთ. ერთი პრეზიდენტია, ხოლო მეორე კი სულიერი ლიდერი. ხამენეიმ, გამომდინარე იქედან, რომ საკუთარი სისუსტე გააცნობიერა, ამ ბოლო დროს საჯარო განცხადებების გაკეთებას მოუმატა. ის ბირთვული პროგრამის რელიგიასთან დაკავშირებას ცდილობს და ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო მდივანიც მკაცრად გააკრიტიკა.“


ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალი პრეზიდენტი იუკია ამანოს განცხადებით, ის ეცდება ირანის საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს საბჭოს წევრებს შორის აზრთა სხვაობა შეამციროს:


„ირანელები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ალბათ გააკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, რომ ბარადეი ეგვიპტელი არაბი იყო , რომელიც პატარა ქვეყნების ინტერესებს უფრო იცავდა და შეერთებული შტატების პოლიტიკის მომხრე იყო. ახალი დირექტორი იაპონელია და ირანელებისთვის შედარებით გაართულებს იმ არგუმენტის მოყვანას, რომ ის შეიძლება დასავლეთის პოლიტიკის გამტარებელი იყოს. ირანს ერთი ისღა ექნება დარჩენილი, რომ ბირთვულ სააგენტოსთან ხელმოწერებით უკვე აღებული ვალდებულება შეასრულოს და და სააგენტოს დამკვირვებლები ქვეყანაში შეუშვას.“


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, თეირანი სათანადო დახმარებას არ უწევს სააგენტოს წარმომადგენლებს იმაში დასარწმუნებლად, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიანი ხასიათისაა.