ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დაიწყო

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნის განცხადებით, ის არ არის იმაში დარწმუნებული, რომ ისრაელმა და პალესტინელებმა ღაზას სექტორში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება მიუკერძოვებელად ჩაატარეს.
ბატონმა ბანმა ეს განცხადება გუშინ გენერალური ასამბელის სხდომაზე გააკეთა.
ისრაელის გამოძიება უკვე რამდენიმე ხანია მიმდინარეობს, პალესტინელებმა კი პროცესი 10 დღის წინ დაიწყეს.
გენერალური ასამბლეის მიერ მხარეებისთვის მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. ვადის ამოწურვამდე ისრაელსა და პალესტინელებს გამოძიება უნდა ჩაეტარებინათ ის ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც გაეროს პანელმა წაუყენა ორივე მხარეს ღაზას სექტორში ისრაელის 2008 წლის სამხედრო ოპერაციის შემდეგ.