უმუშევრობა იანვარში  9.7 პროცენტამდე გაიზარდა


ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი ინავარში 9.7 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რეკორდულად დაბალი რიცხვია.

შრომის დეპარტამენტის მიერ დღეს გამქვეყნებული ანგარიშის თანახმად იანვარში 20 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური.
სამუშაო ადგილების რაოდენობა ამერიკაში ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იკლებს. მაგრამ ექსპერტების პროგნოზით იანვარში დასაქამებული ადამიანების რაოდენობის ზრდა უნდა დაწყებულიყო.
უმუშევრობის მაჩვენებელი მთელი წლის განმავლობაში სავარაუდოდ 10 პროცენტი იქნება, ეს კი ბოლო 26 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება.