ბრაუნი საჯაროდ უპასუხებს შეკითხვებს

ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი საჯაროდ გამოვა და ერაყის ომის შესახებ შეკითხვებს უპასუხებს.

ეს შეხვედრა სამ ივნისს დანიშნულ არჩევნებამდე შედგება. ერაყის ომის გამოძიების კომისიამ, რომელიც 2003 წელს ომის დაწყებაზე აკეთებს კონცენტრაციას, განაცხადა, რომ არჩევნებამდე ბატონ ბრაუნსა და სხვა მაღალ ჩინოსნებს ჩვენების მიცემას არ სთხოვდა. კომისიამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ სურდა პარტიული პოლიტიკისგან თავი დაეზღვია ჩვენებების მიცემის პროცესში.

მაგრამ ბატონმა ბრაუნმა ერაყის კომისიის თავნჯდომარეს ბატონ ჯონ ჩილკოტსწერილი მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზად იყო ჩვენების მისაცემად. ბატონი ბრაუნი ომის დაწყების დროს ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი იყო.