ჰაიტიში მდგომარეობა გაუმჯობესდა

ჰაიტიში მდგომარეობა გაუმჯობესდა

<!-- IMAGE -->

12 იანვარს ჰაიტის კატასტროფული მიწისძვრა დაატყდა თავს. ჰაიტის მთავრობის მონაცემებით სტიქიურმა უბედურებამ 200 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გადარჩენილები წყალის საკვების და სახლ-კარის გარეშე დარჩნენ. პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჰაიტელები გაამხნევა და შეჰპირდა,რომ ამერიკა არ მიატოვებს გასაჭირში:

" ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ სადამხმარებლო ოპერაციას ვანხორციელებთ, ჩვენი მიზანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა და კიდევ უფრო დიდი კატასტროფის თავიდან აცილება."

ამ მხრივ უკანასკნელ დღეებში შესამჩნევი პროგრესია მიღწეული. საერთაშორისო მაშველებმა ნანგრევებიდან 122 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. აქედან 42 ადამიანი ამერიკელმა მაშველებმა გადაარჩინეს. ჰაიტელთა დასახმარებლად ათასობით ამერიკელი სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე ჩავიდა. მათ სასმელი წყალი, სურსათი და მედიკამენტები ჩაუტანეს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. ჰაიტიში ყოველდღე ჩადის ამერიკიდან ათასობით ტონა საკვები პროდუქტები.

გაუმჯობესდა აეროპორტის მუშაობა, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში 60-ის ნაცვლად 180 რეისის მიღება შეუძლია. შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალები ამ ოპერაციებს ჰაიტის მთავრობის ნებართვით და გაეროსთან შეთანხმებით ანხორციელებენ.

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში ამერიკელმა მფრინავებმა 70 000 ბოთლი სასმელი წყალი და 130 000 ულუფა საკვები ჩაიტანეს. ჰაიტიში ამჟამად 30 ამერიკული სამხედრო შვეულმფრენი იმყოფება, რომლებიც მიწისძვრისგან დაზარალებულ მოსახლეობას აუცილებელი სურსათ-სანოვაგით ამარაგებენ. ახლა 10 000 ადამიანი ყოველდღიურად 1000 ლიტრი სასმელი წყალით მარაგდება.

მაგრამ ჰაიტელების დახმარება მარტო მთავრობის საქმე არ არის. უბრალო ამერიკელები ყოველთვის გულისხმიერებას იჩენდნენ გაჭირვებულთა მიმართ. ბარაქ ობამამ განსაკუთრებით აღნიშნა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტების ბილ კლინტონის და ჯორჯ ბუშის ძალისხმევა ჰაიტისთვის შემწეობის აღმოჩენის საქმეში.

" პრეზიდენტებმა ბუშმა და კლინტონმა ჰაიტელებთან ერთად მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ ამ მძიმე წუთებში ამერიკა გაერთიანებულია და ჰაიტელი ხალხის გვერდით დგას გაჭირვებაში და ყველაფერს გააკეთებს ამ ქვეყნის ასაღორძინებლად. "

განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.