დღეს უკრაინელი
ამომრჩევლები ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების მისაცემად საარჩევნო უბნებში
იკრიბებიან. მოსალოდნელია, რომ არჩევნებში დამარცხდება ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი
ვიქტორ იუშჩენკო.
აღსანიშნავია, რომ
ბატონი იუშჩენკო ხელისფულებაში 2004 წლის ნარინჯის რევოლუციის შედეგად მოვიდა. მაგრამ
მისმა მთავრობამ პოლიტიკური არეულობითა და წინდაუხედავი ეკონომიკური პოლიტიკით გაითქვა
თავი.
ახლა კი ვიქტორ
იანუკოვიჩი ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც იუშჩენკომ ექვსი წლის წინ დაამარცხა, საზოგადოებრივი
აზრის გამოკითხვებში ლიდერობს. მას პოპულარობის რეიტინგების მიხედვით მეორე ადგილზე
მოსდევს უკრაინის პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო.
მოსალოდნელია, რომ
ბატონი იანუკოვიჩი და ქალბატონი ტიმოშენკო დღეს გამართულ არჩევნებში, რომელშიც სულ
თვრამეტი კანდიდატი იყრის კენჭს, ვერ მოიპოვებენ ხმების უმეტესობას, რასაც 7 თებერვალს
დანიშნული არჩევნების მეორე რაუნდი მოჰყვება.
ყოფილი პრემიერ მინისტრი ბატონი იანუკოვიჩი პრო-რუსულად განწყობილ ფიგურად ითვლება, ხოლო ქალბატონი ტიმოშენკო დასავლეთისკენ იხრება. თუმცა ქალბატონმა ტიმოშენკომ ამომრჩევლებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის დაპირება მისცა.