ქალბატონი ირინა პოპიაშვილი ნიუ იორკის ჩელსიში მდებარე ნიუმან პოპიაშვილის ხელოვნების გალერეის თანამფლობელია. ჩელსი, ნიუ იორკის გალერეათა უბანია.
დღისით აქ მოჩვენებითი სიმშვიდეა, ხელოვნების თაყვანისმცემელთა მიმოსვლა და შესაბამისი აჟიოტაჟი კი საღამოობით იწყება, განსაკუთრებით საგალერეო სეზონის განმავლობაში. ნიუმან პოპიაშვილის გალერეაც სწორედ დღეს საღამოს ახალი გამოფენით ხსნის 2010 წლის სეზონს.
ქალბატონი ირინა, რომელიც დიდსულოვნად დაგვთანხმდა ინტერვიუზე, მის გალერეაზე, ახალ გამოფენასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
ნიუ იორკში ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა
მხოლოდ საოცარი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი. საინტერესო იყო ქალბატონი
ირინას აზრი, თუ რა კრიტერიუმით უდგებიან ნიუ იორკში ხელოვანთა შერჩევას და რას ანიჭებენ
უპირატესობას სამხატვრო ხელოვნებაში?
ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობა ძლიერ დააზარალა არსებულმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა. ამ კრიზისს მრავალი მცირე გალერეა შეეწირა, ნიუმან პოპიაშვილის გალერეა კი მუდამ ახლის ძიებაშია და ალბათ ესეც არის ერთ ერთი მიზეზი დღევანდელი წარმატებისა.
საუბრის დასასრულს კი ქალბატონი ირინა გვესაუბრა, თუ რა სახის გამოფენით გაიხსნება მისი გალერეა დღეს საღამოს.