აშშ სამამულო უსაფრთხოების სამინისტროში აცხადებენ,
რომ ამერიკის აეროპორტებში გასული წლის 25 დეკემბერს დაგეგმილი აფეთქების მცდელობის
საპასუხოდ გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
სამამულო უსაფრთხოების მინისტრმა ქალბატონმა ჯენეტ ნაპოლიტანომ განაცხადა, რომ აეროპორტების უსაფრთხოების ახალი ზომები გულისხმობს მგზავრთა სპონტანურ შემოწმებასა და დასხივებას, ადგილზე ფედერალური ოფიცრების დისლოცირებასა და ეჭვმიტანილი ტერორისტებისსიაში დამატებითი სახელების შეყვანას.