25 დეკემბერს ნიგერიელი უმარ ფარუკ აბდულმუტალაბი ამსტერდამიდან დეტროიტში მომავალ ავიალაინერში ბომბის აფეთქებას ეცადა. აფეთქებას ხელი მგზავრებმა შეუშალეს. ცნობილი გახდა, რომ მანამდე უმარ ფარუკი ღატაკ და შიდა შეიარაღებული კონფლიქტის დამსახურებით გაჩანაგებულ იემენში იმყოფებოდა, სადაც იგი ალ-ყაიდას ადგილობრივ რგოლს შეუერთდა. ალ ყაიდამ ამდულმუტალაბი გაწვრთნა, ასაფეთქებლით მოამარაგა და სამიზნეც დაუსახა მას. არაბეთის ნახევარკუნზულზე მოქმედი ალ ყაიდას რგოლი პირველად როდი უტევს ამერიკას. ბოლო წლების განმავლობაში ტერორისტულმა ქსელმა იემენის სამთავრობო დაწესებულებებზე, დასავლურ სასტუმროებზე, რესტორნებზე, საელჩოებზე, მათ შორის 2008 წელს ამერიკის წარმომადგენლობაზე
განახორციელა თავდასხმები. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა იემენის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკა ამზადებს და აიარაღებს იორდანიის სპეცდანიშნულების ძალებს. პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ოცდახუთ სექტემბერს ტერაქტისა განხორციელების მცდელობამდე
იემენთან თანამსრომლობის შედეგი ნათელი იყო. შეტევები მიიტანეს ალ ყაიდას ბანაკებზე და გაანადგურეს ჯგუფის რამდენიმე ლიდერი. მისი თქმით, ასეთივე ბედი მოელით 25 დეკემბერს ტერაქტის განხორციელების დამგეგმავებსაც. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკა სიძულვილით აღსავსე სისხლიანი ქსელის წინააღმდეგ მიმდინარე ომშია ჩაბმული. შეერთებული შტატები ყველა ღონეს მიმართავს ალ ყაიდასგან თავის დასაცავად. სწორედ ამიტომაც მოიზიდა ამერიკამ ავღანეთში და პაკისტანში გამაგრებული ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო დიდი რესურსები. ჩვენ ალ ყაიდას და მისი ექსტრემისტი მოკავშირეების საბოლოო განადგურებას ვისახავთ მიზნად. განაცხადა ბატონმა ობამამ. ამავდროულად პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკის უშიშროების სამსახურები და დაზვერვა ქვეყნის დასაცავად საჭირო რესურსებს ფლობდნენ.