დორტმუნდის აეროპორტში ინციდენტი მოხდა

გერმანიის ქალაქ დორტმუნდის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. 165 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩნენ, თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკზე მოცურების შედეგად. ეარ ბერლინის კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ-737 -ი“ აფრენის წინ მოცურდა, თუმცა პილოტმა მისი დამორჩილება მაინც მოახერხა.

თვიმფრინავი არ დაზიანებულა. მგზავრებმაც ხომალდის დატოვება მშვიდობიანად შეძლეს. ბოინგის შეკეთების მიზნით, დორტმუნდის აერპორტი მცირე ხნით დაიხურა. გადაიდო სხვა რეისებიც.