თურქეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალური განცხადების თანახმად მისი ორი ჯარისკაცი არ მონაწილეობდა შეთქმულებაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მკვლელობის მიზნით. საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად ეს ორი ჯარისკაცი შაბათს დააპატიმრეს. როგორც თურქეთის თავდაცვის სამნისტროშია ნათქვამი ორივე ჯარისკაცი გაათავისუფლეს მას შემდეგ რაც გაჩხრიკეს მათი საცხოვრებლები და ავტომობილები. ჩხრეკის შედეგად ვერ იქნა აღმოჩენილიიარაღი, თუმც ამოღებული კომპიუტერები და ინფორმაციის შენახვის აღჭურვილობა. დღემდე თურქეთის ხელისუფლებამ ბრლადება 200-ზე მეტ კაცს წაუყენა, მათ შორის არიან სამხედროები, პოლიცის თანამშრომლები, ჟურნალისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მათ ბრალად ედებათ მთავრობის დამხობის მცდელობა.