ტეხასში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე სისხლისღვრას ჰქონდა ადგილი

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმად ტეხასში განლაგებულ ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაიღუპა 12, ხოლოდაიჭრა 31 კაცი. სამხედრო ფსიქიატრმა მაიორმა ნიდალ მალიკ -ჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო ორი პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში გადასასროლად ემზადებოდნენ. ინციდენტთან დაკავშირებით გამართულპრეს-კონფერენციაზე, ბაზის მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ბობ ქოუნმა განაცხადა, რომ მიუხედავად ადრე გავრცელებული ცნობებისა ამტყდარი სროლის შედეგად ჰასანი არ დაღუპულა. იგი დაიჭრა და ამჯერად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჰასანი 6 წლის განმავლობაში "ვოლტერ რიდის" სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა, სანამ მას ივლისის თვეში ფორ ტჰუდში გადაიყვანდნენ. დღეს ბაზაში გლოვის დღეა გამოცხადებული. აშშ-სპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინციდენტს შემაძრწუნებელი უწოდა. როგორც მის განცხადებაში პრეზიდენტმა განაცხადა თავზარდაცემულია იმ ფაქტით, რომ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან ცეცხლი ამერიკის მიწაზე გაუხსნეს. ფორტ ჰუდი ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბაზაა მსოფლიოში. მასზე მომზადებას გადიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში უნდა გადაისროლონ. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დაღუპულთა ხსოვნას.