პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში აფეთქების შედეგად შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა და 11 დაიჭრა.
ინციდენტი ხიბერის რაიონში მოხდა, სადაც ავღანეთში მებრძოლო საერთაშორისო საჯარისო ფირმირებებისთვის სამხედრო ტვირთის მისატანი მთავარი გზა გადის.
თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პაკისტანს ესტუმრა.
ერთ-ერთი გახმაურებული შეხვედრის დროს კლინტომნა განაცხადა, რომ უკვირს თუ რატომ ვერ ხერხდებოდა ალ ყაიდას ლიდერების დაჭერა. მისი თქმით, სადღაც პაკისტანში ვიღაცამ ნამდვილად იცის სად იმალებიან ისინი.