საქართველო და მსოფლიო - რესპონდენტი ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი

ბატონმა გუგა სულხანიშვილმა ფონდის პროექტებსა და საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2005 წელს, ინფრასტრუტურის რეაბილიტაციისა და საწარმოთა განვითარებისათვის საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან 295,3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა. 2008 წლის 20 ნოემბერს, ხელი მოეწერა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წელს გაფორმებული კომპაქტის ცვლილებას. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს მიმდინარე პროგრამის (295,3 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში, დამატებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფას, რის შედეგადაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 395,3 მილიონამდე გაიზრდა.

ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2006 წლის 7 აპრილს შევიდა, ხუთი პროექტი ხორციელდება:სამცხე -ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტი და აგროიზნესის განვითარების პროექტი.